saqarTvelos mdinareebi - Zusa

ტერიტორიული ერთეულები ტყიბულის, თერჯოლის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები
სათავე რაჭის ქედი 42°21`06` ჩ. გ. 43°03`26` ა. გ.
შესართავი მდ. ბუჯა 42°09`21` ჩ. გ. 43°02`28` ა. გ.
სიგრძე 25 კმ
აუზის ფართობი 111 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2455 მ³/წმ

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ჩოლაბურის მარჯვენა შემდგენელი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 111 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირობა იცის ზამთარში, წყალდიდობა გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,55 მ³/წმ.

ერთვის მდინარე ბუჯას და წარმოქმნის ჩოლაბურს.

ვახუშტი ბატონიშვილის შრომაში „აღწერა სამეფოჲსა საქართველოჲსა“ მოხსენიებულია მდინარე „ზუსა“, რომელმაც შემდგომში ფონეტიკური ცვლილება განიცადა. აგრეთვე, ნახსენებია „კანკიბე“ - ბოგირი მდინარე ზუსაზე.